1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და სიღნაღის მუნიციაპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.