1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
6.
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 12.11.2013
მუხლი 11. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. კონკურსი
- მუხლი 6. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
- მუხლი 7. კონკურსის პირობები
- მუხლი 8. ტესტირება
- მუხლი 9. გასაუბრება
- მუხლი 10. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
- მუხლი 13. ატესტაცია
- მუხლი 14
- მუხლი 15. ატესტაციის დრო
- მუხლი 16. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
- მუხლი 17. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2013. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/03/2013.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №4, 26.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1856898/muxli-11/