კონკურსის გამოცხადება
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 2014 წლის 1 იანვრამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოაცხადოს აგრეთვე ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2.
კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა)
შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ)
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ)
შესასრულებელი სამუშაო;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე)
განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ)
შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
3.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
4.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 12.11.2013
მუხლი 5. კონკურსი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1
- მუხლი 2
- მუხლი 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია
- მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 3. კომისიის აპარატი (სამდივნო)
- მუხლი 4. საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 6. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
- მუხლი 7. კონკურსის პირობები
- მუხლი 8. ტესტირება
- მუხლი 9. გასაუბრება
- მუხლი 10. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2013. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/03/2013.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №4, 26.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1856898/muxli-5/