დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი
დანართი №1

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  საჯარო  მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  საჯარო  მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების  შესაბამისად და განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა (კანდიდატთა) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას.