1.
კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის აპარატს (სამდივნოს).
2.
კომისიის აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა)
უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ)
კონკურსანტების განცხადებების მიღებას, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გაკეთებული განცხადებების ამოღებას.;
გ)
ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3.
აპარატი კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:
ა)
ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და სხვა წევრების ცალკეულ დავალებებს;
გ)
უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვასა და სათანადო მონაცემთა ბაზის შექმნას.
4.
აპარატის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. აპარატის სააქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე;
5.
აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
6.
კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 12.11.2013
მუხლი 3. კომისიის აპარატი (სამდივნო)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1
- მუხლი 2
- მუხლი 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია
- მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 5. კონკურსი
- მუხლი 6. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
- მუხლი 7. კონკურსის პირობები
- მუხლი 8. ტესტირება
- მუხლი 9. გასაუბრება
- მუხლი 10. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2013. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/03/2013.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №4, 26.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1856898/muxli-3/