ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.02.2013 ძალადაკარგული 03.02.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.137.016078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2013 წლის 27 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  შესახებ“  საქართველოს  ორგანული  კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის; ,,სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ენდელაძე



დანართი №1 
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“)  დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C  X K,  სადაც:

ა) CN – არის კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)   IMG  – არის დაბა ადიგენის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,27 –ს;

გ)    ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან დაბა ადიგენში ზონირება არ ხორციელდება)

დ) C – არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50–ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ადიგენში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN ( ლარი)

0,27

1

0,24

50

3,24

 

3. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ადიგენისათვის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,97 ლარს;

4. დაბა აბასთუმანში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ადიგენისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და იგი შეადგენს 16,20 ლარს.

5. ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ადიგენისათვის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,97 ლარს;

6. ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის № 287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ადიგენისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს  ( ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი).