სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.108.016118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 27 თებრევალი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის  დამატებითი (მინიმალური და სპეციალური) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

   ა) მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:

   ა.ა) უმაღლესი განათლება;

   ა.ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

   ა.გ) №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.

   ბ) მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში:

   გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი  კომუნიკაციის უნარი.

   გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები  პროფესიული  უნარების სფეროში:

   გ.ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმის წარმოების სპეციალური უნარები (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გაგზავნა);

   გ.ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი  მენეჯერული უნარები (სამუშაოს მართვის, განაწილების, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი).

   დ) სპეციალური მოთხოვნები:

   დ.ა) კომუნიკაციის უნარი;

   დ.ბ) ანალიტიკური აზროვნება;

   დ.გ) მართვის უნარი.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემურად შამათავა



 

დანართი №1

 

საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
3. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
6. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
7. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
8. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2013.
როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“?
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“ მიღებულია 27.02.2013. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.108.016118.
რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“, №3, 27.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016118 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1857782/