აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.110.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2012 წლის 18 დეკემბერი

აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დადგინდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის  დამატებითი (მინიმალური და სპეციალური ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.

მუხლი 3
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში:

ა) გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი  კომუნიკაციის უნარი.

მუხლი 4
სპეციალური მოთხოვნები :

ა) კომუნიკაციის უნარი;

ბ) ანალიტიკური აზროვნება;

გ) მართვის უნარი.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია



დანართი №1
საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:
1. საქართველოს კონსტიტუცია;

2. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

3. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“

4. საქართველოს კანონი ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“

5. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“.

6. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

8. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

9. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

10. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;

11. საქმის წარმოების ერთიანი წესები.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2012.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“?
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“ მიღებულია 18.12.2012. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.110.016106.
რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ“, №33, 18.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1795627/