წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2014 წლის 28 მარტი ქ. წყალტუბო |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ფუნქციაა უზრუნველყოს მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურება, გამჭვირვალობისა და ნდობის ფაქტორის გაზრდა.
ა) კორესპონდენციების მიღება.
ბ)ბიუროში შემოსულ ვიზიტორებზე საშვის გაცემა.
გ) მომსახურება მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების თაობაზე.
დ) მომსახურება ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და ვეტერანთა საქმეების საკითხებთან დაკავშირებით.
ე) მომსახურება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხების თაობაზე.
2. ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მუნიციპალიტეტის იმიჯის ამაღლების ხელშეწყობა.
3. მომსახურების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა.
4.კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღება და გადაადგილება მოხდეს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მეშვეობით.
ბ) მოქალაქეთა მიღების დროს განიხილება ზეპირი , წერილობითი განცხადებები და საჩივრები , მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე .
გ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან (გამგებელი, გამგებლის მოადგილე, სამსახურის უფროსი) და საჯარო მოსამსახურეებთან მოქალაქეთა მიღება უზრუნველყონ ბიუროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა.
დ) მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით, საშვის ( დანართი № 2 ) დაშვების შემდეგ , რომელშიც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, საშვის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქალაქის ვინაობა, შენობაში შემოსვლისა და გასვლის დრო , მიმღები (პასუხისმგებელი) პირის ვინაობა და ხელმოწერა.
ე) მოქალაქეზე (მოქალაქეებზე) საშვის გაცემა განხორციელდეს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.
ვ) ბიუროს სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან აწარმოონ მოქალაქეთა მიღების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში. (ჟურნალში შედის მონაცემები მოქალაქის ვინაობის , მიღების თარიღისა და მოკლე ინფორმაცია განხილული საკითხის თაობაზე).
ზ) მოქალაქეთა მიღება არ წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში.
ა) პერიოდულად იბარებს ანგარიშს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ფუნქციონირების შესახებ.
ბ) აძლევს შესაბამის მითითებებს მმბ-ს თანამშრომლებს, საჭიროებიდან გამომდინარე.
გ) თვალყურს ადევნებს კორესპონდენციების დამუშავებისა და განხილვის პროცესს.
2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსი:
ა) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობაზე.
ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა და მოქალაქეთა ურთიერთობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
გ) კონტროლს უწევს კანონმდებლობით დაცულ ვადებში კორესპონდენციების შესაბამის სამსახურებში გადაგზავნას.
დ) უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის ფუნქციების გადანაწილებას.
ა) ახორციელებენ დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.
ბ) უზრუნველყოფენ კორესპონდენციების მიღებასა და შესაბამის რეაგირებას.
გ) ასრულებენ მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსის უშუალო დავალებებს.
დ) გაწერილი სისტემებისა და პროცედურების თანახმად, ახორციელებენ სათანადო მომსახურებას.
2.მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები შეირჩევიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სამსახურებიდან. ახალი კადრების მიღება ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
3. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობები.
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელის დავალებები.
გ) დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას.
დ) დაიცვან შრომის შინაგანაწესი.
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკასა და ინვენტარს.
ვ) იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები, კომპეტენტურები და თავაზიანები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
შემოვიდა ___ სთ. ___ წთ.
მოქალაქე ___________________________
მიმღები ____________________________
წავიდა ___ სთ. ____ წთ.
მიმღების ხელმოწერა:______________________
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.03.2014. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.122.016182.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №13, 28.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016182 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2302117/