წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2011 ძალადაკარგული 28.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228040, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №42

2011 წლი ს 23 დეკემბერი

ქ.წყალტუბო  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს დებულება (თან ერთვის).

    მუხლი 2.

 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს _ ოთარ ჩიტაიშვილს.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    მ . საღარეიშვილი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო ( შემდეგში – მმბ) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომელთაგან დაკომპლექტებულ „ერთი სარკმლის პრინციპით” მოქმედ მომსახურების ბიუროს, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და ახდენს თანასწორ, სამართლიან და ეფექტურ ადმინისტრირებას.

2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ფუნქციაა უზრუნველყოს მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურება, გამჭ ვ ირვალობისა და ნდობის ფაქტორის გაზრდა.

3. მოქალაქეთა მომსახურების ბიურო ემსახურება მთელ მუნიციპალიტეტს. მჭიდრო სამსახურებრივ კავშირშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებელთან, რომლებიც უზრუნველ ყ ოფენ მმბ- სთან ყველა სამსახურის თანამშრომლობას.

    მუხლი 2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება.

    მუხლი3. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:

 1.ისეთი სერვისების მიწოდება, რომელიც გულისხმობს მოქალაქესა და თვითმმართველ ერთეულს შორის შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებს, კერძოდ:

ა) განცხადებებისა და საჩივრების მიღება;

ბ) მშენებლობის ნებართვების გაცემა;

გ) მომსახურება სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით;

დ) საჯარო ინფორმაციის მიწოდება;

ე) იურიდიული სახის განმარტებები და კონსულტაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.

2. ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მუნიციპალიტეტის იმიჯის ამაღლების ხელშეწყობა.

3. მომსახურების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალ ობა.

4. კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები ს განხორციელება.

    მუხლი4. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მუშაობის ორგანიზება

მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მუშაობას ორგანიზებას უწევენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავ მ ჯდომარ ე და გამგებე ლი . ისინი:

1. პერიოდულად იბარებენ ანგარიშებს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ფუნქციონირების მონიტორინგის შესახებ.

2. აძლევენ შესაბამის მითითებებს მმბ-ს ბიუროს თანამშრომლებს, საჭიროებიდან გამომდინარე.

3. თვალყურს ადევნებენ განცხადებებისა და საჩივრების დამუშავებისა და განხილვის პროცესს.

    მუხლი5. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს სტრუქტურა და მართვა

 1. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელთან შეთანხმებით.

2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსი:

 ა) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია მ ოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობაზე;

  ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა და მოქალა ქეთა ურთიერთობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას;

 გ) კონტროლს უწევს კანონმდებლობით დაცულ ვადებში კორესპონდენციების შესაბამის სამსახურ ებში გადაგზავნას;

 დ) უზრუნველყოფს თანამშრომლებს შირის ფუნქციების გადანაწილებას.

    მუხლი 6. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები

1. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც:

ა) ახორციელებენ დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს;

ბ) უზრუნველყოფენ კორესპონდენციების მიღებასა და შესაბამის რეაგირებას;

გ) ასრულებენ მოქალაქეთა მომსახურების ბიურო უფროსის უშუალო დავალებებს;

დ) გაწერილი სისტემებისა და პროცედურების თანახმად, ახორციელებენ სათანადო მომსახურებ ა ს.

2. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომლები შეირჩევიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურებიდან. ახალი კადრების მიღება ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

3. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომელთა მოვალეობები.

მ ოქალაქეთა მომსახურების ბიურო თანამშრომლები ვალდებუ ლნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობები;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელის დავალებები;

გ) დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას;

დ) დაიცვან შრომის შინაგანაწესი;

ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკასა და ინვენტარს;

 ვ) იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები, კომპეტენტურები და თავაზიანები.