⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.10.2014)

სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2013
ძალის დაკარგვა 20.10.2014
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 648 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2013 მიღება
20.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2013 წლის 27 თებერვალი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი თანდართული სახით (დანართი №1). 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემურად შამათავა დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ეს წესი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ.სენაკის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის. 2. სენაკის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას სენაკის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: სენაკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითრების, აგრეთვე უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის მოქალაქის პატივგებისა და აღიარებისა. 5. სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. სენაკის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს; ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის გამგებელს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; გ) დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს; დ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა. 3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისია; 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ; 5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე; 6. საკრებულოს ბიურო იხილავს  წარმოდგენილ დასკვნას და მიღებული გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. მუხლი 3🔗. სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურებისათვის სენაკის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. 2. საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით. 3. სენაკის საპატიო მოქალაქედ არჩევის საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან: საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს წარმომადგენლები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პიროვნებები, ჟურნალისტები, გამოჩენილი ადამიანები, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები, საპატიო მოქალაქედ ასარჩევი პიროვნებების ოჯახების წევრები, უახლოესი მეგობრები და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პიროვნებები. 4. სენაკის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა დიპლომი, მედალი და ფასიანი საჩუქარი. მუხლი 4🔗. სენაკის საპატიო მოქალაქის უფლებები 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სენაკის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. სენაკის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებსა და მუნიციპალიტეტის ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი სენაკელი მოქალაქის დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.