საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2014 წლის 15 ოქტომბერი ქ. სენაკი |
|
საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ
ა) საპატიო სენაკელი;
ბ) სენაკის საპატიო მოქალაქე;
გ) დამსახურებული მოღვაწე (მაგ. დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა).
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. საპატიო სენაკელის წოდება შეიძლება მიენიჭოს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს სენაკის მუნიციპალიტეტში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
5. დამსახურებული მოღვაწის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
ა ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას;
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას;
დ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს;
ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;
ვ) არანაკლებ 30-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და იმავე საპატიო წოდების მფლობელ 3 პიროვნებას.
2. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ერთი ფერადი ფოტოსურათი.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური გამგეობის საფინანსო-საბოუჯეტო სამსახურთან ერთად.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი და იგი დასტურდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით.
4. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
6. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდზე;
7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).