„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2013 წლის 27 თებერვალი ქ. თეთრიწყარო |
„მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე, უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
გ) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას, მის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) მოქმედი წესის შესაბამისად თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა კანდიდატურას;
ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსი ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს (სპეციალისტები) შორის, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მათ სამოქმედო უბანს;
განყოფილების უფროსი, ისევე როგორც სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეები, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი.
განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“
„მუხლი 31.
ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, საკრებულოს, გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საოფისე ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობითი სამუშაოებისათვის შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“
|