საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.003.201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 04/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12 -ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1054 მუხლი:

��� ��მუხლი 1054. ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული ან/და ვადაგასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია ან ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შენახვის წესების დარღვევა

1. ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული ან/და ვადაგასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია ან ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შენახვის წესების დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.�.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე�443, 445, 446, 45-ე�56-ე, 57-ე�69-ე, 71-ე�78-ე, 791�821, 84-ე�86-ე, 88-ე�893, 90-ე�912, 922, 94-ე�1002, 103-ე�1051, 1054, 1281, 1282, 143-ე�1441, 1443�1445, 145-ე, 1461, 148-ე�152-ე, 1522�1542, 1551�156-ე, 1571�1581, 159-ე�1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651�1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1734, 17310, 17311, 1741, 1745, 1748�17414, 1778�178-ე, 1791�183-ე, 187-ე�1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 1 1 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962�1966, 1971 მუხლებით.�.

3. 239-ე მუხლის 49-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�49. ამ კოდექსის 102-ე, 105-ე და 1054 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების საამისოდ უფლებამოსილი მოხელეები.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 18 ივნისი.

№25�რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 020.080.000.05.001.003.201.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, №25, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.003.201 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18586/