საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2292 მუხლი:
„მუხლი 2292. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი
1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 92-ე, 93-ე, 94-ე, 96-ე, 961, 1735, 1774, 1775, 195-ე მუხლებით (სათბობ-ენერგეტიკის სფეროში ჩადენილი დარღვევებისათვის).
2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:
ა) ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს – დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე;
ბ) ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის ტერიტორიული სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს – დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.
2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე ნაწილი:
„34. ამ კოდექსის 92-ე, 93-ე, 94-ე, 96-ე, 961, 1735, 1774, 1775, 195-ე მუხლებით სათბობ-ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგო-ზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 29 ივნისი.
№439_IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №439. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.000.801.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“, №439, 29.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17170/