საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 193-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი საქონლის გადაზიდვამდე მისი რაოდენობის, ხარისხისა და ღირებულების სავალდებულო ინსპექტირებისათვის ექსპორტიორ ქვეყანაში, სახელმწიფოსა და ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტებისა და საქონლის წარუდგენლობა, –
გამოიწვევს საქონლის იმპორტიორის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 6%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს საქონლის მფლობელის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 12%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.
სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფოსა და ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი, გადაზიდვამდე ინსპექტირების ვადების დარღვევა, –
გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 6%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
იგივე ქმედება, ჩადენილი ერთი და იმავე პირის მიმართ განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 12%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.“.
2. 239-ე მუხლის 29-ე ნაწილი ჩაითვალოს 30-ე ნაწილად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 24 მარტი.
№244–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.03.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №244. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.000.755.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №244, 24.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.755 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16918/