საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№567
სარეგისტრაციო კოდი
030.000.000.05.001.000.829
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 10/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „გაუქმების შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, ხოლო სიტყვა „მოპასუხეს“ – სიტყვებით „ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 25 ოქტომბერი.

№567–Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.10.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.10.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №567. სარეგისტრაციო კოდი — 030.000.000.05.001.000.829.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, №567, 25.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.000.829 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17332/