საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
210020000.05.001.000707
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47(54), 09/12/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები (პარლამენტის უწყებანი №17-18, 9 მაისი, 1997):

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ჯანმრთელობის დაცვის“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“; ხოლო „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ძალაში დარჩეს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები საქართველოს კანონმდებლობასთან ამ აქტების შესაბამისობაში მოყვანამდე, ხოლო მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოხდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

II. საქართველოს საკანონმდებლო აქტებში სიტყვები „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“ და „სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, ხოლო სიტყვები „ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი“ და „სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი“ – სიტყვებით „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 დეკემბერი.

№63–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.1999.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 09.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №63. სარეგისტრაციო კოდი — 210020000.05.001.000707.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №63, 09.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.000707 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16654/