საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:
„ჟ1) საგადასახადო შემოსავლების;“.
2. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს სიტყვების „ტრანსპორტის დეპარტამენტის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის,“.
3. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები.
II. საქართველოს ყველა საკანონმდებლო აქტში სიტყვები „სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი“, ხოლო სიტყვები „სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი" შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი“.
III. ძალაში დარჩეს „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელთა მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტები. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით.
IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 დეკემბერი.
№61–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.1999.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 09.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №61. სარეგისტრაციო კოდი — 210020000.05.01.000706.
- სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.1999 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №61, 09.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.01.000706 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16648/