“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№426
სარეგისტრაციო კოდი
310.060.000.05.001.000.796
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 17/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 1995 წელი, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის მთელ ტექსტში სიტყვები „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.

2. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს მგზავრთა გადაყვანასა და სატვირთო გადაზიდვებს.“.

3. მე-4 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ტარიფებს არეგულირებს „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი.

№426-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2000.
როდის იქნა მიღებული “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №426. სარეგისტრაციო კოდი — 310.060.000.05.001.000.796.
სად არის “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №426, 28.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.000.796 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17146/