„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონი
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებებს – კბილის პასტას, საღეჭ რეზინს, კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს – რეგისტრაციისას, თუ ისინი იდენტურია ორიგინალური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების მწარმოებლის მიერ საქართველოში ადრე რეგისტრირებული საშუალებებისა და წარმოებულია სხვა ქვეყანაში ამ მწარმოებლის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურით ენიჭება საქართველოში ადრე რეგისტრირებული სამკურნალო-პროფილაქტიკური საშულებების სტატუსი.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი
2000 წლის 28 დეკემბერი.
№713-რს