„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№319
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 15/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის“ თანახმად, თამბაქოს ნაწარმის დამზადების, დისტრიბუციის რეგულირებისა და კონტროლის, აგრეთვე უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია ლიცენზიის არსებობა. თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და მისი გადაზიდვის ლიცენზირების მოთხოვნას ადგენს „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხი საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, რომლებიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად 2004 წლის 1 აგვისტომდე მოამზადოს წინადადებები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს, დაინტერესებულ კომიტეტებთან ერთად, წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მოამზადონ კანონპროექტი კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 1 ივლისი.

№319–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2004.
როდის იქნა მიღებული „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ?
„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ მიღებულია 01.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №319. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ, №319, 01.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/42442/