1. საჯარო კონკურსს მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

2. შეტყობინება კონკურსის ჩატარების თაობაზე ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს მესტიის მუნიციპალიტეტი.

4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;

ბ) კანდიდატისთვის წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ მოვალეობებს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ვ) საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მისამართს.

4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;

ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ მოვალეობებს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართ