1. კონკურსს ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია.

2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს წერითი დავალებას, სხვადასხვა სახის ტესტირებას ან/და გასაუბრებას.

3. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე