1. დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა იმ სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელმაც ჩაიდინა ამ წესით გათვალისწინებული ქმედება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმ საფრთხის ასაცილებლად, რომელიც ემუქრება სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სამხედრო სამსახურის წესს, საკუთრებას, სამხედრო მოსამსახურეთა ან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ არ მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.

2. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან