„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2013 წლის 1 მარტი

   ქ. თბილისი

 

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2011, 040030000.10.003.016390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.     მე-2 მუხლის:  

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებისთანავე სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სს „თელასის“ აქციონერის ყველა უფლებამოსილების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემა (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ აქციათა მართვის უფლებით გადაცემა), გარდა აქციების გასხვისების, დივიდენდის განაწილების, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, გაუქმების, წევრთა არჩევისა და გამოწვევის უფლებამოსილებისა, საზოგადოების კაპიტალში შენატან(ებ)ის (მათ შორის, ფულადი შენატან(ებ)ი) შეტანა და საზოგადოების კაპიტალიდან ქონების ამოღება.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საზოგადოებების კაპიტალში შენატან(ებ)ის (მათ შორის, ფულადი შენატან(ებ)ი) შეტანა და საზოგადოებების კაპიტალიდან ქონების ამოღება, ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

2.   ამ დადგენილებით დამტკიცებული წესდების  პირველი მუხლის  მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნტი:

 „დ) ფონდის მონაწილეობა პროექტში, რომელიც განხორციელდება კაპიტალშენატანით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით თუ სხვაგვარად, ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს კერძო ინვესტორ(ებ)ის მიერ პროექტში კაპიტალშენატანის სახით განხორციელებული პროექტის დაფინანსების მთლიან მოცულობას.“.

მუხლი 2
 

ამ დადგენილების პირველი მუხლის  მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული ცვლილება გავრცელდება მხოლოდ ფონდის მიერ განსახორციელებელ/დასაფინანსებელ ახალ პროექტებზე.

მუხლი 3
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი