„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №60 |
|
2013 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
|
ა)
|
ა.ა)
„ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული: ა.ბ.ა) ვეტერინარული სერტიფიკატი; ა.ბ.ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;’’; |
ა.ბ)
„ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ბ’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები:
,,ა.გ) ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში (გარდა ტრანზიტისათვის განკუთვნილისა) − წინასწარი შეტყობინება, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმით; ა.დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონლისა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების საქონლის იმპორტისას − ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი.“; |
ბ)
მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:
„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ორიგინალი დეკლარანტის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება, ნებართვა წარდგენილად ჩაითვლება.“. |
2.
|
| მუხლი 2 |
|
„დანართი №IV-02
ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
“. |