„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№243
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017506
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №243

2021 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) დანართი №8-VI-01-ით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ III ნაწილის („III. ინფორმაცია საქონლის შესახებ“) მე-3 პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვარსკვლავით (*) მონიშნული გრაფები ივსება მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირების შემთხვევაში; ამასთან, გრაფაში „*საქონლის წარმომავლობა და მიზნობრიობა“ მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების წარმომავლობა და საზღვარგარეთ ფიზიკური პირის საქმიანობის სფერო (დეტალური აღწერით);

ა.ბ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების მიზნობრიობა, კერძოდ, რა მიზნით ხორციელდება აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება;

ა.გ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის შემოტანისას – საქართველოში ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის დეტალური აღწერა (მათ შორის, საქმიანი პარტნიორების (სამეწარმეო ინტერესით დაკავშირებული პირები) საიდენტიფიკაციო მონაცემების სრულად მითითებით);

ა.დ) საქართველოში ყოფნის დაგეგმილი ხანგრძლივობა, საცხოვრებელი მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები (უცხო ქვეყნის  მოქალაქის შემთხვევაში);

ა.ე) ფიზიკური პირის მიერ წინა პერიოდში ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირების შემთხვევაში – მათი გამოყენების მიზნობრიობა, კერძოდ, რა მიზნითა და რა დანიშნულებით მოხდა მათი განკარგვა.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.09.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №243. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017506.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №243, 21.09.2021, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017506 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5259172/