„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №97 |
|
2017 წლის 28 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის:
|
1.
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის, საერთაშორისო ფორუმისათვის (ასამბლეა, სესია, სიმპოზიუმი, კონფერენცია და ა.შ.) და სპორტული შეჯიბრებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):“. |
2.
„ე.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ზ) სპორტული მანქანები, მოტოციკლები და მათი სათადარიგო ნაწილები; სპორტული საცურაო საშუალებები (ძრავიანი, იალქნიანი, ნიჩბიანი) და მათი სათადარიგო ნაწილები; სპორტული საფრენი საშუალებები (ძრავიანი და ძრავის გარეშე) და მათი სათადარიგო ნაწილები; სასტენდო და სხვა სპორტული იარაღი; სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის განკუთვნილი ინვენტარი და მოწყობილობა (მაგ.: ბურთები, ჩოგანი, მშვილდ-ისარი, თხილამურები, ციგურები, ციგები, სასრიალო დაფა და ა.შ.), სპორტული ფორმა და სპორტსმენის სპეციალური აღჭურვილობა;“; |
3.
„ე.მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ნ“ და „ე.ო“ ქვეპუნქტები:
„ე.ნ) მუსიკალური ინსტრუმენტები, საკონცერტო და სასცენო დეკორაციები, განათებისა და სხვა მოწყობილობები; ე.ო) საორგანიზაციო და სადემონსტრაციო მასალა და მოწყობილობები (მაგ:. კომპიუტერული ტექნიკა, დაფები და სხვა ანალოგიური საქონელი).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №97. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.016952.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №97, 28.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016952 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3621973/