,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №4
2013 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №3, 23.02.2010, მუხლი 11) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:🔗
,,დანართი №2 - იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები სამსახურებრივი მიმოსვლისათვის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 3 (სამი) ერთეული;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები - თითოეულს 2 (ორი) ერთეული;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები (გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა) - თითოეულს 1 (ერთი) ერთეული;
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა - 2 (ორი) ერთეული;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო - 2 (ორი) ერთეული.“.
მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (თ. კვარაცხელია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.🔗
მუხლი 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი თამაზ კვარაცხელია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.03.2013. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.32.061.016036.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №4, 06.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1865411/