,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება№6
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილის ი
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №3, 23.02.2010, მუხლი 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მიეცეს უფლება აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტს, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს და აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სარგებლობაში ჰყავდეს სამეურნეო, სატვირთო და სამგზავრო (8 სამგზავრო ადგილზე მეტი) დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები.“.
2. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2 –იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები სამსახურებრივი მიმოსვლისათვის
•აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი –2 (ორი) ერთეული;
•აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები – თითოეულს 2 (ორი) ერთეული;
•აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები (გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობისა) – თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
•სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა – 2 (ორი) ერთეული;
•აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო – 2 (ორი) ერთეული.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 10.02.2012. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.32.061.016023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №6, 10.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.061.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1584744/