,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.061.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111101007, 03/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №12
2011 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში (,,აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე’’ №23, მუხლი 64, 12.10.2006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვროს ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.“.
3. დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მთავარი სპეციალისტი“.
4. დებულების მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აფხაზეთის მინისტრს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, რომელსაც, აფხაზეთის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე; აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები ასრულებენ მინისტრის მიერ დაკისრებულ ფუნქციებსა და ცალკეულ დავალებებს; აფხაზეთის მინისტრის არყოფნის შემთხვევაში აფხაზეთის მინისტრის მოვალეობას ასრულებს აფხაზეთის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია