"ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №51
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში-დევნილთა საქმეების დეპარტამენტი) მეშვეობით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობობიდან ათავისუფლებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.“;
„2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეებს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით ასევე, სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია