„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №23 |
|
2020 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა სამინისტრო.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლ ის მე - 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. აქციებისა და წილების სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემისას, სხვა სუბიექტები არიან ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხოლო აქციებისა და წილების უსასყიდლოდ მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი ფორმით გადაცემისას, სხვა სუბიექტი არის სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აქციებისა და წილების ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესისა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების“ თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით დადგენილი წესით.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე- 5 მუხლ ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.სხვა სუბიექტი(სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო)აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი გადაცემის მიზნით მიმართავს სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, ამზადებს საკითხს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება მთავრობას“.
5 . დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი:
„3.განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომპეტენციის შესაბამისად, სხვა სუბიექტისთვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიმართვის გარეშე. ამ შემთხვევაში, საკითხი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტროს მეშვეობით წარედგინება მთავრობას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2020.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.09.2020. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.32.061.016319.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №23, 11.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 040110030.32.061.016319 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4992908/