„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010130000.32.061.016454
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №34

2025 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებასა (სსმ, ვებგვერდი, 25/10/2011, 010130000.32.061.016012) და დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის   ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მომართვის შემთხვევაში, განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ.“.

2.  დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კვარტალურად წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.“.

3. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია“ (შემდგომში – კომისია).“.

4. წესის მე-3 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს:“.

5. წესის მე-3 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​ 1 . კომისიის მხრიდან რეგისტრაციითა და პირადი ნომრის მინიჭებით დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია, საჭიროების (დაინტერესებული პირის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის, მის მიერ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის,  სხვა შემაფერხებელი გარემოებების არსებობის) შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, ხორციელდება სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც  იძლევა განმცხადებლისა და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ ელექტრონული კონტაქტის დამყარებისას დაინტერესებულ პირთან წარმოებული გასაუბრების ამსახველი ჩანაწერი ელექტრონული ფორმით  ეგზავნება კომისიას და დაერთვის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.“.

6. წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და  საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, დაინტერესებული, უფლებამოსილი პირის კანონიერი წარმომადგენლის ან/და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ტერიტორიული სამსახურის მომართვის შემთხვევაში, სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც ვალდებული არიან გასცენ სათანადო პასუხი  ელექტრონული  ან მატერიალური ფორმით ერთ სამუშაო დღეში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე