„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №26 |
|
2024 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. უფლებამოსილი პირის რეგისტრაციასა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურისთვის ელექტრონული ფორმით, მიმართვის შემთხვევაში:
ა) მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს:
ა.ა) წარმოდგენილი განცხადებების მიღებას, საფუძვლიანად შესწავლას, გამოკითხვასა და ვიდეოჩაწერას;
ა.ბ) მიღებული განცხადების, მასზე თანდართული დოკუმენტების დამუშავებასა და დამუშავებული დოკუმენტაციის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული ფორმით გადაცემას;
ა.გ) უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო დოკუმენტებით მიღებული და მოპოვებული ინფორმაციის ვიდეოჩანაწერთან ერთად განსახილველად კომისიისთვის წარდგენას;
ბ) კომისია უფლებამოსილია, მიღებული ვიდეოჩანაწერის, ინფორმაციის, მოძიებული მასალებისა და სათანადო დოკუმენტების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე, რომელიც უნდა გააცნოს სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით და ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:
„41. კომისიის მხრიდან რეგისტრაციითა და პირადი ნომრის მინიჭებით დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია, საჭიროების (დაინტერესებული პირის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის, მის მიერ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის, სხვა შემაფერხებელი გარემოებების არსებობის) შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, ხორციელდება მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც იძლევა განმცხადებლისა და მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ ელექტრონული კონტაქტის დამყარებისას დაინტერესებულ პირთან წარმოებული გასაუბრების ამსახველი ჩანაწერი ელექტრონული ფორმით ეგზავნება კომისიას და დაერთვის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.“.
|