„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ" რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2010 წლის 15 მარტის N6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის
2011 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2010 წლის 15 მარტის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დამდგენი კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ’’ (შემდგომში – წესი) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 2010 წლის 15 მარტის №6 ბრძანებაში (აფხ. ა/რ საკ. მაცნე №4, 17.03.2010 წ. მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის მე-3 პუნქტის „დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე’’.
2. წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დამდგენი კომისიის (შემდგომში – კომისია) მუშაობის წესი შემუშავებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.’’.
3. წესისის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კომისიისადმი მიმართვის საფუძვლები
1. მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დასადგენად კომისიას პირადად უნდა მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა.
2. კომისია ასევე უფლებამოსილია მიიღოს და განიხილოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტიდან, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული მასალები, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, შესაბამისი კომისიის დასკვნის გაცემის თაობაზე.
3. კომისია უფლებამოსილია წარადგინოს შესაბამის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა 14 წლამდე ასაკის იმ პირთა შესახებ, რომელთაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი.
4. კომისიის სხდომები იმართება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათ დღეს 10-დან 15 საათამდე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში შემდეგ მისამართებზე: აღმოსავლეთ საქართველო – ქ. თბილისი, მარჯანიშვილის №89/24; იმერეთის რეგიონი: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის №27; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №35.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნას კომისიის რიგგარეშე სხდომა.“.
4. წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირის პირველად რეგისტრაციის შემთხვევაში, გარდა დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციის შემთხვევისა, ასევე როცა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში შექმნილი ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ, მასზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ კომისიის დასკვნასთან ერთად შეიძლება გაიცეს ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური (დანართი №2), რომლითაც დადასტურებული იქნება ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა და რომელიც ძალაშია მხოლოდ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დამდგენი კომისიის დასკვნასთან ერთად.’’.
5. დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდეტურობის დამდგენი კომისიის დასკვნა“ (დანართი №1).
6. დამტკიცდეს თანდართული „ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური“ (დანართი №2).
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. სალია
დანართი №1
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი
საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის
დამდგენი კომისიის დასკვნა
|
ქ. –––––––– „____”_________ 20___წ.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად:
პიროვნების __________________________________________________________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
დაბადებული ______________________________________________________________________________________
მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ____________________________________________
_____________________________________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე:
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
კომისიის წევრები:
მდივანი:
დანართი №2
ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური
| № | |
|
|
| |
ფოტოსურათის ადგილი
ბ. ა.
პიროვნების -------------------------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
დაბადების თარიღი და ადგილი -------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე:
კომისიის მდივანი
შენიშვნა: ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური ძალაშია მხოლოდ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნასთან ერთად.