„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010330000.32.061.016236
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №6

2018 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აკადემიკოს ილია  ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017  წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/09/2017წ. სარეგისტრაციო კოდი 010330000.32.061.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესდეს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი სტუდენტებისათვის.“ю

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესით“ გათვალისწინებული სახსრების გათვალისწინება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის:

ა)  პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების პირობებს და პროცედურებს.

2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) იმ ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის, რომელსაც აქვს 70% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვს სტუდენტური ნაშრომები, მონაწილეობდა  კონფერენციებში და არის საზოგადოებრივად აქტიური;

ბ) იმ მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისათვის, რომელსაც აქვს 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და არის საზოგადოებრივად აქტიური.“;

ბ) მეორე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია (შემდგომში – სტიპენდია) ენიჭება სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდგომში – სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

2. სტიპენდია წესდება ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა და მაგისტრატურის  სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად  ერთი  სასწავლო  წლის  განმავლობაში (ათი თვე).“;

გ) მეოთხე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის შემთხვევაში:  წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სტუდენტური ნაშრომების გამოქვეყნებისა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები და სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად;

ბ) მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის შემთხვევაში: წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებისა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები და სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია