,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №8
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №5, 08.04.2008 წ., მუხლი7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ.’’.
2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 142 და 161 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების საქმიანობის კოორდინაციისა და რეგიონული პოლიტიკის ეფექტური განხორციელების მიზნით:’’.
3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოღებულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობა – რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი).’’.
4. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, კანონებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ცალკეული დავალებები.’’.
5. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.’’.
6. დადგენილების მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. წინამდებარე დადგენილების საფუძველზე, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან:
ა) 10 დღის ვადაში, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილების შეტანისას გაითვალისწინოს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სახელწოდება.
მუხლი 3.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 10.02.2012. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.32.061.016025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აფხაზეთის მთავრობაში რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №8, 10.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.061.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1584793/