„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №19 |
|
2024 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი), უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას. ნაწარმოებში (ნაშრომში) შესაძლოა არ იყოს ნახსენები ტერმინი „აფხაზეთი“, თუმცა კვლევა თავისი არსით შეეხებოდეს აფხაზეთის თემატიკას, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეცენზიების სახით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ბოლო 3 (სამი) წლის (საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოების/ნაშრომის გამოქვეყნების წლის ჩათვლით) მანძილზე შექმნილი ნამუშევრით;“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გიორგი შარვაშიძის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრემია ენიჭება ლიტერატურის დარგში ბოლო 3 (სამი) წლის (საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოების/ნაშრომის გამოქვეყნების წლის ჩათვლით) მანძილზე წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ლიტერატურული კრიტიკისა და დოკუმენტური პროზის ნიმუშებს (არ განიხილება საბავშვო ლიტერატურა). ასევე, პრემია ენიჭება ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.“.
|