„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №9
2017 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში („აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე“ №2. 10.02.2009, მუხლი 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესდეს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება და პუბლიცისტიკა.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგებში.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული – 3000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც, მხატვრული და სხვა ღირსებათა გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგებში.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2017. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010330000.32.061.016214.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №9, 28.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010330000.32.061.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3720572/