,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111130010, 30/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №14

2011 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე,№15, 15.10.2009წ., მუხლი 29) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის 17ა.’’.

2. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ქვეპუნქტი:

,,ე1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება;”.

3. დებულების მე-4 მუხლის ,,გ’’ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოსადმი ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით მიმართვის ვალდებულება;’’.

4.დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დეპარტამენტი მოვალეა:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) შეასრულოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებები

და განკარგულებები;

გ) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა და მითითებათა შესრულება;

დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა საკითხების თაობაზე.“.

5. დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.გ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვას;“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი         თ. კვარაცხელია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.11.2011.
როდის იქნა მიღებული „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.11.2011. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016015.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №14, 28.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1517969/