"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 03/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №23

2010 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამართალშემოქმედება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნა;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენა;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის ფორმირება, შევსება და საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, შენახვა);

ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.“.

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოთა გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე;

 ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;

 გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შეჩერების ან გაუქმებისათვის უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით;

დ) ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

 ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების გატარება საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით;

ზ) მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაცია;

თ) მასობრივ საშუალებებთან ურთიერთობა, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრობლემატური საკითხების ეფექტური გადაწყვეტისა და საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტების აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობა კანონით დადგენილ ფარგლებში;

ლ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

3. დებულების მე-5 მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,დეპარტამენტის მოვალეობები“.

4. დებულების მე-7 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;“.

5. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. დეპარტამენტის თანამდებობის პირები არიან დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კურაციის სფეროს მიხედვით.

3. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;

ე) წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ დებულებით, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.“

6. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

1. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი:

ა) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) სამართალშემოქმედების განყოფილება;

ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილება.

3.არქივის განყოფილება.

4. საფინანსო სამსახური (მთავარი ბუღალტერი).“.

7. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13

1. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, უზრუნველყოფს:

ა) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება:

ა.ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ა.ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის უშუალო დავალებების შესრულებას;

ა. გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციას;

ა.დ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებას, ნამსახურობის მიხედვით საპენსიო საბუთების გაფორმებას;

ა.ე) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და აღრიცხვას;

ა.ვ) შრომითი ხელშეკრულებების დადებას;

ა.ზ) დეპარტამენტში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დროულ მიწოდებას;

ა.თ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებაზე მიმდინარეობის კონტროლს;

ა.ი) დეპარტამენტის სიტემაში სტაჟირების გავლის დადგენილი წესის შესრულებას;

ა.კ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფას;

ა.ლ) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის სამუშაო პირობების შექმნას;

ა.მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:

ბ.ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) მცხოვრებ პირთა პრობლემატური საკითხების ეფექტური გადაწყვეტისა და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.ბ) მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაციას;

ბ.გ) დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფას;

ბ.დ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების, აგრეთვე, სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზებას;

ბ.ე) დეპარტამენტის ვებგვერდის შექმნას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და ვებ-გვერდზე განთავსებას;

ბ.ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფას;

ბ.ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის შემადგენლობაში შედის სამართალშემოქმედების განყოფილება და სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) სამართალშემოქმედების განყოფილება:

ა.ა) სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ა.ბ) ნორმატიული აქტების საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებთან შესაბამისობის შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების წარდგენას;

ა.გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნას;

ა.დ) სამართალშემოქმედების სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაციას;

ა.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების გატარებას საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით;

ა.ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივ საკითხებზე დახმარების გაწევას;

ა.ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილება:

ბ.ა) ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას;

ბ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენას;

ბ.გ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას;

ბ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. არქივის განყოფილება:

ა) სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და საარქივო საქმის განვითარებას;

ბ) უზრუნველყოფს :

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის ფორმირებასა და შევსებას;

ბ.ბ) განყოფილების დაკომპლე ქტების, წყარო-დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებასა და მათი მუდმივი და ხანგრძლივი შენახვისათვის მიღებას;

ბ.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვასა და შენახვას, კონსერვაციასა და დაზიანებული დოკუმენტის რესტავრაციას;

ბ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტის აღწერასა და ცენტრალიზებული წესით აღრიცხვას;

ბ.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობას;

ბ.ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივებისა და საქმის წარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფას;

ბ.ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების არქივების მუშაობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, ნორმატიულ და მეთოდიკურ უზრუნველყოფას;

ბ.თ) აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე პერსპექტულ-მიზნობრივი პროგრამებისა და მიმდინარე გეგმების შემუშავებას;

ბ.ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

გ) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის, აფხაზეთის საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების), აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლსა და ზედამხედველობას.

4. საფინანსო სამსახურის (მთავარი ბუღალტერი) ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) დეპარტამენტში საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

    მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №32 §5 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ (აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე, №16, მუხლი 31, 19.10.2009).

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე     გ. ბარამია