აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №23

2014 წლის 2 აპრილი

 ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №15, 15.10.2009წ., მუხლი 29) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების პირველ მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 17ა, ხოლო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №1.“.

2. დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლები და თანაშემწეები;

ბ) სამმართველოს უფროსები;

გ) განყოფილების უფროსები;

დ) მთავარი სპეციალისტები;

ე) უფროსი სპეციალისტები;

ვ) სპეციალისტები (ტექნიკური მუშაკები).

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, დეპარტამენტის  სამმართველოს უფროსებს, განყოფილების უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებსა და სპეციალისტებს საშტატო თანამდებობებზე ნიშნავს და საშტატო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: 

ა) სამართალშემოქმედების სამმართველო:

ა.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის  სამმართველო:

ბ.ა) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმისწარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილება;

გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:

გ.ა)  კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების სამმართველო;

ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.“.

4. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13

1. სამართალშემოქმედების სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ბ) ნორმატიული აქტების საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებთან შესაბამისობის შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების წარდგენას;

გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვას;

დ) სამართალშემოქმედების სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაციას;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების გატარებას საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით;

ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს;

ვ.ა) ნორმატიული  აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას; 

ვ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ში გამოსაქვეყნებლად წარდგენას;

ვ.გ)  მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო, რომელსაც აქვს სამსახურებრივი დანიშნულების შტამპები, სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და საარქივო საქმის განვითარებას;

ბ) აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის აფხაზეთის საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების), აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლსა და ზედამხედველობას;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობას;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივებისა და საქმის წარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფას;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების არქივების მუშაობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, ნორმატიულ და მეთოდიკურ უზრუნველყოფას;

ვ) აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე პერსპექტიულ-მიზნობრივი პროგრამებისა და მიმდინარე გეგმების შემუშავებას;

ზ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმისწარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილება უზრუნველყოფს:

ზ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის ფორმირებასა და შევსებას;

ზ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვასა და შენახვას, კონსერვაციასა და დაზიანებული დოკუმენტის რესტავრაციას, ასევე, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების სადაზღვევო ფონდის შექმნას;

ზ.გ) აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტის აღწერასა და ცენტრალიზებული წესით აღრიცხვას;

ზ.დ) დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებასა და მათი მუდმივი და ხანგრძლივი შენახვისათვის მიღებას;

ზ.ე) ეროვნული საარქივო ფონდის მოცულობის შესახებ სტატისტიკური ანგარიშის მომზადებას;

ზ.ვ)  ეროვნული საარქივო ფონდის  დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

ზ.ზ) საარქივო დოკუმენტების მიხედვით სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების, აგრეთვე დოკუმენტების პირებისა და დოკუმენტიდან ამონაწერების დადგენილი წესით გაცემას;

ზ.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების, აგრეთვე სხვა იურიდიულ პირთა დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებას;

ზ.ი) დაწესებულებათა სამეცნიერო-ტექნიკურად დამუშავებულ დოკუმენტებზე მუდმივად, ხანგრძლივად  შესანახ და პირადი შემადგენლობის საქმეთა ანაწერების, აქტებისა და სხვა დოკუმენტების, არქივის სამმართველოს საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიაზე განსახილველად მომზადებას;

ზ.კ) საექსპერტო-შემმოწმებელი კომისიის მიერ განხილვის პროცესში მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით  მომზადებული ანაწერების და სხვა დოკუმენტების გასწორებასა და სრულყოფას;

ზ.ლ) არქივის სამმართველოს საექსპერტო-შემმოწმებელი კომისიის სხდომაში მის მიერ მომზადებული დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობას;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

3. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს: 

ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;

გ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებასა და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას;

დ) ნომენკლატურის ფარგლებში დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას, სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლის განხორციელებას;

ე) დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;

ვ) დეპარტამენტში სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ზ) დეპარტამენტის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, დეპარტამენტის მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

თ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფას;

ი) კადრებისა დასაქმისწარმოების განყოფილება:

ი.ა)  დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ი.ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას;

ი.გ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;

ი.დ) დეპარტამენტში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დროულ მიწოდებას;

ი.ე) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებაზე მიმდინარეობის კონტროლს;

ი.ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებას, ნამსახურობის მიხედვით საპენსიო საბუთების გაფორმებას;

ი.ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და აღრიცხვას;

ი.თ) შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევას;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) მცხოვრებ პირთა პრობლემატური საკითხების ეფექტური გადაწყვეტისა და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაციას;

გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვასა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

დ) დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, აგრეთვე, სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზებას;

ე) მასმედიის მიმოხილვის ყოველდღიურად მომზადება დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე;

ვ) დეპარტამენტის ვებგვერდის პერიოდულ განახლებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და ვებგვერდზე განთავსებას;

ზ) დეპარტამენტის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელებას;

თ) სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობას;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობას;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) დეპარტამენტის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით დეპარტამენტის ბიუჯეტის ფორმირებას;

გ) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, დეპარტამენტის ფინანსურ ვალდებულებათა შესრულებას;

დ) დეპარტამენტის საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

ე) დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელებას; ნაერთი ანგარიშგების შედგენასა და დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის შეძენის თაობაზე;    

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვას, ორგანიზაციასა და განხორციელებას;

თ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შესყიდვების მონიტორინგსა და კონტროლის უზრუნველყოფას, კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოებას;

ი) დეპარტამენტის კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, სატელევიზიო, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირებასა და მონიტორინგს, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკასა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფას; დეპარტამენტის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას;

კ) დეპარტამენტის უძრავი და მოძრავი ქონების მიღებას, აღრიცხვას, დასაწყობებას, განაწილებასა და კონტროლს;

ლ) შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზებას;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

მუხლი131.

1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები.

2. სათათბირო ორგანო იქმნება დეპარტამენტის კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხების მოსამზადებლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                   ვახტანგ ყოლბაია