,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №15
2012 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აფხაზეთის მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე, მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატი უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნას;
ბ) აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზებას;
გ) აფხაზეთის მთავრობის მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას;
დ) აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას;
ე) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას;
ვ) აფხაზეთის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ზ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;
თ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ი) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;
კ) აფხაზეთის მთავრობის სხდომების (განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადება) ორგანიზებას;
ლ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოების - კომისიებისა და საბჭოების საქმიანობისადმი ხელშეწყობას;
მ) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას და ამ პროგრამების შესრულების კონტროლს;
ნ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სფეროში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფას;
ო) სასამართლოსა და სხვა ორგანოებში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობას;
პ) აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას;
ჟ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას.
რ) დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიანი წესისა და მასთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;
ს) აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ტ) კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვას;
უ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გამგებლობის სფეროს კანონმდებლობით მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას;
ფ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ წინადადებების წარდგენას.“.
2. დებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;“.
3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ბ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,ბ1) დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი;“.
4. დებულების მე-3 მუხლის ,,ე1“ პუნქტი და ,,ე.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროებში შემავალი უწყებების და მათი საქვეუწყებო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით. მიიღოს ზომები, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) აფხაზეთის მთავრობის და ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობისათვის სათანადო წინადადებების მომზადება;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
დ) სამთავრობო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების პროგრამების პროექტების შესწავლა და შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური ანალიზი.
ე) საფინანსო- ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანიზაციების მიერ მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენილი ანგარიშების შესწავლა.
ზ) დემოგრაფიის, სამუშაო ძალის, დასაქმებულებისა და უმუშევრების, აგრეთვე, შრომის ანაზღაურების ფორმირებისა და სახეობების შესახებ საფინანსო-ეკონომიკური ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ათვისებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნისა და სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ი) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მითითებების მიცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებებისათვის, მათგან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა კანონით გათვალისწინებული წესით;
კ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
ლ) კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა;
6. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს ,,21“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და მათი საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია დარგობრივი და სოციალური მიმართულებით. მიიღოს ზომები, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება, ასევე, ამ მიმართულებით, დარგობრივი დაწესებულებების მიერ შესაბამისი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შემუშავებული პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
გ) განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის დარგებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დავალების შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანიზაციების მიერ მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენილი ანგარიშების შესწავლა და ანალიზი;
ე) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მითითებების მიცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებებისათვის, მათგან სათანადო ინფორმაციის მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული წესით;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა;“.
7. ამოღებულ იქნეს დებულების მე-7 მუხლის ,,51“ პუნქტი და ,,51.1.“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია