„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010240030.32.061.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №7

2012 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილის ი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ა ვტონომიური რ ესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებით (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე №2, 08.02.2010, მუხლი 7) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.“.

2. დებულების მე-4 მუხლის პირველს პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი, ხოლო „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) მინისტრის აპარატი;

ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტი;

ბ.ა) იურიდიული, საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველო;

ბ.ბ) ამოღებულია.

ბ.გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი;

გ.ა) განათლების სამმართველო;

გ.ბ) კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველო;

გ.გ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო;

დ) პროგრამებისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;

დ.ა) პროგრამების, ანალიტიკური საქმიანობისა და კვლევების სამმართველო;

ე) შიდა აუდიტის სამსახური;

ვ) საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების ს ამსახური.“.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“, „მ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების ს ამსახურის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;

ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა;

გ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო იურიდიული პირების –ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის დანერგვისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი პროცედურების შესრულება;

ვ) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ფინანსური სახსრების მართვა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;

თ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა;

ი) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

ლ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება და სრული და დროული აღრიცხვა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზით;

ნ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებების პროექტების მომზადება, კურატორი მინისტრის მოადგილისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი განკარგულების შესაბამისად შესრულების მონიტორინგი;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი;

ჟ) კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილე ბების განხორციელება.“.

6. დებულების მე-5მუხლის მე-5 პუნქტის ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

პ) შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“. შიდა აუდიტის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ფართო, ყოვლისმომცველი აუდიტის პროგრამა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას და საკონსულტაციო მომსახურებას სამინისტროში და სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ორგანოებში, სადაც არ არსებობს შიდა აუდიტის განმახორციელებელი სამსახურები.“.

 მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (თ. კვარაცხელია), უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.

 მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე       გ. ბარამია