აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010200000.32.040.000012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 9, 20/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №11

2009 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის 25-ე მუხლების შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №5, 24.02.2005, მუხლი 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროტოკოლის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და ანალიტიკური დეპარტამენტი;“.

2. დებულების მე-3 მუხლის „გ.ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) პროტოკოლის სამსახური;“.

3. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროტოკოლის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების ანალიზის, არსებული და პოტენციური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შეფასება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარის დავალების შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

დ) საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობების პირებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება;

ე) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა-მომზადების ორგანიზება;

ვ) შესაბამის სამსახურებსა და უწყებებთან ერთად, სხვადასხვა სადღესასწაულო და სხვა ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;

ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის ან/და მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.“.

4. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა-მომზადების ორგანიზება;

ბ) შესაბამის სამსახურებსა და უწყებებთან ერთად, სხვადასხვა სადღესასწაულო და სხვა ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;

გ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 29 ივლისიდან.

 

მთავრობის თავმჯდომარე                                                გ. ბარამია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2009.
როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.07.2009. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010200000.32.040.000012.
რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №11, 20.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 010200000.32.040.000012 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4715372/