„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№281
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016441
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110722008, 22/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №281

2011 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის       2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში (სსმ, №162, 13.12.2010წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის:

1. 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიენიჭოს თავდაცვის აკადემიის ხარჯების ანაზღაურების უფლებამოსილება წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.“.

2. მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს თავდაცვის აკადემიის სახელმწიფო კონტროლი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

5. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის აკადემიის რექტორის თავდაცვის აკადემიის წესდებით დადგენილი წესით არჩევამდე/დანიშვნამდე.“.

3. მე-6 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების სტრუქტურას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შეიმუშავებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბიუჯეტს;“;

დ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური