უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.12.2010 ბოლო ცვლილება 08.05.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№377
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016109
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 162, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №377

2010 წლის 8 დეკემბ ე რი

ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ

    მუხლი 1

„უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -6მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტის , მე -11მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -5მუხლის მე -2პუნქტის საფუძველზე :

1 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნდეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (შემდგომში – თავდაცვის აკადემია ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად .

2 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ :

ა ) განახორციელოს თავდაცვის აკადემიის სახელმწიფო კონტროლი ;

ბ ) თავდაცვის აკადემიის მართვის ორგანოების არჩევამდე საქართველოს პრემიერ -მინისტრს დასანიშნად წარუდგინოს თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა .

3 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ„უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება .

4 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა .

5 . საქართველოს პრემიერ -მინისტრ მა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით , დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის – თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე .

 6 . მართვის ორგანოების არჩევამდე თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი :

ა ) თავდაცვის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირია , რომელიც წარმართავს დაწესებულების საქმიანობას , ამზადებს მას ავტორიზაციის გასავლელად , წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით ;

ბ ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას , სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნას , უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილურ და ინტეგრირებულ სწავლებას ;

 გ ) ხელმძღვანელობს დაწესებულების ადმინისტრაციას ;

 დ ) ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას ;

 ე ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას ;

 ვ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს ;

 ზ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური , ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს , შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ;

 თ ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას ;

 ი ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების ბიუჯეტს ;

 კ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას ;

 ლ ) უფლებამოსილია , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , დაწესებულების სახელით , დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები ;

 მ ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის , აგრეთვე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ;

 ნ ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის შეფასების წესს ;

ო ) ნიშნავს დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ;

 პ ) ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ;

 ჟ ) „უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობის ჩამონათვალს ;

 რ ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს ;

 ს ) „უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ -მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე აყვანის წესს ;

 ტ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს ;

 უ ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის ;

 ფ ) პასუხისმგებელია დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის ;

 ქ ) უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება -მოვალეობანი და საქმიანობის წესი ;

 ღ ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას ;

ყ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი   ნ . გილაური