"ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №29
2011 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №162, მუხლი 2290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია განსაზღვრავს ობიექტის მაქსიმალურ ფასს, ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით, და ობიექტის შეფასების კრიტერიუმების წონებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კრიტერიუმებსა და მათ წონებს. დამატებითი კრიტერიუმი შესაძლებელია გახდეს ობიექტის კონკურსიდან მოხსნის საფუძველი.”.
2. მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ან მისი ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);”;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადას განსაზღვრავს კომისია.”;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამდივნო უზრუნველყოფს წარდგენილი დოკუმენტაციის პირველად ექსპერტიზას, რაც გულისხმობს ობიექტის შესახებ საკონკურსო განაცხადში მოყვანილი ინფორმაციის საკონკურსო კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას. განაცხადის საკონკურსო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ამზადებს დოკუმენტაციას კომისიისათვის წარსადგენად. სამდივნო სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პორტალის/ვებგვერდის საშუალებით უზრუნველყოფს დოკუმენტაციის პირველადი ექსპერტიზის შედეგების საჯაროობას.”.
3. მე-3 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საკონკურსო კრიტერიუმები”;
ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია აწარმოებს „კერძო სახლის” ტიპის ობიექტების პირველად შეფასებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:”.
4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნის შესახებ პრეტენდენტს ეცნობება წერილობით. წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 1 კვირაში პრეტენდენტი უზრუნველყოფს ობიექტის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენას (თუ აღნიშნული დოკუმენტი არ ყოფილა წარდგენილი საკონკურსო განაცხადთან ერთად).”.
5. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გამარჯვებულად მიიჩნევა საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლის მქონე ის ობიექტი, რომლის შესახებაც არსებობს ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნა და პრეტენდენტს წარდგენილი აქვს ამ ობიექტის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.”.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება "ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.01.2011.
- როდის იქნა მიღებული "ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- "ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.016190.
- რამდენი მუხლისგან შედგება "ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება "ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №29, 21.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016190 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1189918/